Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ირაკლი კოვზანაძისა და გოგი კონტრიძის წიგნის - „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკობომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის პროფესორის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კოვზანაძისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის გოგი კონტრიძის წიგნის, „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია, გაიმართა ამა წლის 11 ნოემბერს,  თბილისის სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა და სახელმძღვანელოს შესახებ ვრცლად ისაუბრა წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა.  მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი; მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.  

პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოს პირველი, 2014 წლის, გამოცემა წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან საბანკო საქმე, საბანკო მენეჯმენტი სწორედ ამ წიგნით ისწავლებოდა და დღემდე ისწავლება საქართველოს უმეტეს უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა, მას შემდეგ: „რვა წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა საბანკო სფეროში, როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში, სწორედ ამ რეალობების გათვალისწინებით წარმოგიდგინეთ წიგნის ახალი, გადამუშავებული გამოცემა“-განაცხადა პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, სახელმძღვანელო იძლევა თანამედროვე კომერციული ბანკის ორგანიზების და თანამედროვე საბანკო ოპერაციების განხორციელების საქმეში სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

704 გვერდიანი სახელმძღვანელო მოიცავს საბანკო სისტემის და კომერციული ბანკის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. ნაშრომში განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები, როგორც საქართველოს შემთხვევაში ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან.

წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი პროფილის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებსა და პრაქტიკოს ბანკირებისათვის. სახელმძღვანელო გამოიც როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით და ვრცელდება უფასოდ.